09.05.10 05:22:37
  • home
  • map
  • contact
  • georgian
  • english
  • turkish
  • russian
WELCOME
home picture

 შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებული ულამაზესი ქალაქი ბათუმი სტუმარს თავს იოლად აყვარებს. ზღვის, მაგნოლიებისა და აკაციების სურნელით გაჟღენთილი ქალაქი წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველი და მომხიბლავია. თუკი თქვენ ბათუმში დასვენება ან საქმიანი ვიზიტი გაქვთ დაგეგმილი, სასტუმრო "ერა პალასი" აქ საცხოვრებლად საუკეთესო არჩევანია. 8 სართულიანი სასტუმრო, 4 სახის კომფორტული 39 ნომრით, განთავსებულია ქალაქის შუაგულში, ერთ–ერთ მთავარ ქუჩაზე, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად და თავისუფლად გადაადგილდეთ და მოხვდეთ ქალაქის ნებისმიერ წერტილში. 

სასტუმროს ირგვლივ მრავალი სავაჭრო და გასართობი ცენტრია. რამდენიმე წუთში თქვენ მოხვდებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბიზნეს ცენტრებსა თუ დასვენების სხვადასხვა ადგილას, ხოლო "ერა პალასიდან" ფეხით სულ რაღაც 5 წუთის სავალზე, ბათუმის ბულვარის გავლით, შავი ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდებით.

სასტუმრო "ერა პალასში" ვუზრუნველყოფთ მაღალი დონის მომსახურებას, რათა მხოლოდ საუკეთესო მოგონებები დაგრჩეთ ბათუმში გატარებულ დღეებზე.

იგრძენით თავი კომფორტულად "ერა პალასში"!